23:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 15:19:32, 615 ნახვა

საზოგადოება
ბერძენიშვილი - შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე - მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს, რომელზეც პოლიცია ფეხს ითრევს

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილი, რომელსაც დილით ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამბობს, რომ პოლიცია კამერების ჩანაწერების ამოღებაზე "ფეხს ითრევს".

"სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს. ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას. 

ცხადია, დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია",- წერს ბერძენიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“  გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics