|
2024-06-11 12:15:02, 404 ნახვა
საზოგადოება
ზუკა ბერძენიშვილი - შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა
დღეს, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 3 ადამიანიდან ერთ-ერთი, როდესაც დაგდებულს ურტყამდა, ეუბნებოდა - „შენ თუ თავში არ გესროლოო“. „შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა, რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი, თქვენს პატრონს, ბიჯებო. ყველა შენახული მყავხართ“, - წერს ბერძენიშვილი. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)