|
2024-06-07 12:13:08, 324 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. "გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)