23:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 13:44:22, 379 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ

მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იან კელი ჟურნალისტის კითხვას, უვიზო რეჟიმის ამოქმედება რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

როგორც კელიმ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა საჭიროებას ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხები დაბალანსებული იყოს.

"ჩემი პოზიცია ნათელია, საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, როგორც თქვენთვის ცნობილია მეორე ტალღის სანქციები ირანთან მიმართებაში მოიხსნა. საქართველოს მთავრობა საჭიროებას ხედავს, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს დაბალანსებული და ამავე დროს ზუსტად ის თემა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ რომ, ქვეყანაში ტურიზმის შედეგად მეტი თანხა შემოვიდეს. ამავე დროს მნიშვნელოვანია თავად ირანელებმა იხილონ თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ, რომელიც წინ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა  ჩართულობაზე და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული თავისუფლება და საზოგადოება უზრუნველყოს", - აღნიშნა კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics