|
2024-06-06 15:27:43, 486 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე MEGOBARI ACT-ზე - მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი“ - ეს არის ღალატის გაგრძელება
ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი", როცა "პირდაპირ მტრობაზეა საუბარი ამ აქტში". „მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი", ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021, შემდეგ 2022 წელი წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)