|
2024-06-06 15:18:00, 397 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „გამჭვირვალობის კანონი“ სუვერენიტეტის კონსტიტუციაა
"გამჭვირვალობის კანონი" უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში და აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მან არაერთხელ შესთავაზა ყველას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, თუმცა "ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს". „კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი მზაობა, დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ, იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა, ყველას მოვუწოდებ, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლებელია უბრალოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება, ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა, ვთქვა მკაფიოდ, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში და აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი არის რეალურად სუვერენიტეტის კონსტიტუცია, ამიტომ არ მოსწონთ ვიღაც-ვიღაცებს ეს კანონი, ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, უფრო მეტად სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)