|
2024-06-06 14:24:11, 321 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს
მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. "მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში მდებარეობს და მოიცავს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იორის, ყორუღის და ცივ-გომბორის აღკვეთილებს. მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)