|
2024-06-05 14:05:43, 368 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების საერთაშორისო სემინარი გაიმართა
2024 წლის 27 – 30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი იყო, მზარდი ელექტრონული კომერციის პირობებში მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ამავდროულად, გაიმართა, საფოსტო უსაფრთხოების სემინარი, რომლის მიზანი იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უსაფრთხო პარტნიორობის გარანტიას. „ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ალბანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა, საბაჟოსა და უსაფრთხოების ექსპერტებმა. სემინარის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტამ“ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს“, - აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)