|
2024-06-05 12:02:45, 330 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ჩარგლის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება
თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება. სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა. „კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად უვარგისი და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება, ქირით კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აშენდება ახალი, თანამედროვე პროექტი ქართული დიზაინით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ფართები. არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე შევისყიდეთ, ახლა კი გამარჯვებული კომპანია ამზადებს ექსპერტიზას და მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულ პაკეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)