22:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 10:17:13, 454 ნახვა

პოლიტიკა
საბანაძე - არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული - ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული.

როგორც საბანაძემ აღნიშნა, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ყურადღებით დაკვირვება.

„არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც ჩემი აზრით, უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შვილები სასწავლებლად ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში გააგზავნონ. ამ ქვეყანაში ეს გავლენას ახდენს ცხოვრებაზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ამან არ უნდა იმოქმედოს ზოგადად მხარდაჭერაზე, რადგან პირიქით, საქართველოს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ვფიქრობ, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ძალიან ყურადღებით დაკვირვება. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება“,- განაცხადა საბანაძემ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics