|
2024-06-01 15:29:01, 437 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველი მერცხალი“ 2 ივნისს, 18:00 საათზე მარშს აანონსებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველი მერცხალი“ 2 ივნისს,18:00 საათზე მარშს აანონსებს პრეზიდენტის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე. ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, მარში პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, ხოლო შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები დღემდე ციხეში არიან. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მათ ადგილას შეიძლება აღმოჩენილიყო თითოეული ჩვენგანი. დაკავებულებმა უნდა იცოდნენ, რომ არ მივატოვებთ. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას! ვიკრიბებით 2 ივნისს, 18:00 საათიდან პრეზიდენტის სასახლესთან ათონელზე, საიდანაც დავიძრებით მარშით რესპუბლიკის მოედნისკენ და შევუერთდებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. შეგახსნებთ, 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)