23:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 18:39:22, 474 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი საქართველოსთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს

ამერიკელი სენატორი ჯორჯიის შტატიდან საქართველოსთან აშშ-ის კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას უჭერს მხარს. ამის შესახებ სენატის რესპუბლიკური პარტიის წევრმა დევიდ ფერდიუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. როგორც დევიდ ფერდიუმ აღნიშნა, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და კონგრესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

თინათინ ხიდაშელი ამერიკელ სენატორს მიუნხენში, რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics