|
2024-06-01 12:33:44, 439 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა მსურველს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, გაეერთიანებენ ყველას. „1 ივნისი არის დღე, იმის შეხსენებისთვის, რომ ბავშვის ინტერესი, წლის ყოველ დღეს, უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს, არაფერი აკლდეთ კეთილდღეობისთვის. ამიტომ, ჩვენი სამინისტრო, დღევანდელ დღეს - 1 ივნისს, გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგარო დონაცია, ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ, შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას უფლება ჯანმრთელობაზე და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)