|
2024-06-01 11:24:00, 352 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Riyadh Travel Fair 2024 მიიღო მონაწილეობა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Riyadh Travel Fair 2024 მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. „საერთაშორისო გამოფენა „Riyadh Travel Fair” აკავშირებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებს, მოგზაურებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ტურისტული სერვისების პოტენციალის აღმოსაჩენად. ყოველწლიურად გამოფენას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება; სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს დასავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები იწვევს. შესაბამისად, საუდის არაბეთში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას. დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოფენაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიიღო“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)