|
2024-05-31 16:17:04, 462 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნინო სურგულაძის სოლო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები. ბაზისბანკის მხარდაჭერით, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ აქტიურად განაგრძობს საქველმოქმედო აქტივობებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მეცო-სოპრანომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეოდ მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. ფონდმა, 2014 წლიდან დღემდე, 10 საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელთა მეშვეობით 150-ზე მეტი ბავშვის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა. ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდათ და ჩაუტარდათ ოპერაციები. ასევე, ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ ოჯახს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)