|
2024-05-30 17:43:27, 427 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა
აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი „დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს“. „ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტის ბავშვის მშობელს ამას, დღეს პოლიტიკური მაროდიორი არის. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად. ეს არ არის, სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)