|
2024-05-29 17:23:48, 342 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2023 წლის სექტემბრიდან ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში დაიწყო
2023 წლის სექტემბრიდან ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში დაიწყო - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც წარმატებული იყო. არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური და დღეის მდგომარეობით უკვე 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გვაქვს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)