|
2024-05-29 15:35:33, 338 ნახვა
საზოგადოება
მერია - ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. „დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან, ასევე მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალაროდან. ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)