03:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 23:34:24, 495 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - საქართველო იმსახურებს უკეთესს - ზურაბიშვილო, გამაგრდი

ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს,- ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

როგორც ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, "ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა".

"საქართველო იმსახურებს უკეთესს. დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა. ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს. 

ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს. 

სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი",- წერს ნაუსედა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა გაიმართა.

თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics