|
2024-05-28 20:25:20, 489 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა
ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. მდინარაძე მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს "ერთიანობისა და გონიერებისთვის". “ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა! ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)