|
2024-05-28 10:55:18, 404 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე. "მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)