|
2024-05-26 23:37:08, 383 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ჯანდაცვის სამინიტროს ორგანიზებით, ხონში, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა: საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები. ხონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. მოხდა საპატიო ხონელების დაჯილდოება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა აქტივობები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გაიმართა ადგილობრივი და თბილისიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მუსიკოსების კონცერტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)