|
2024-05-26 20:04:27, 366 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი: 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ "
„26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, სამღვდელოებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობა არის ევროპული ოჯახის სუვერენული საქართველო. ვიცე-პრემიერმა აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში. საკუთარ სიტყვაში მან ისაუბრა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზეც, რომლებსაც, მისი თქმით, უდიდესი წვლილი მიუძღვით სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)