|
2024-05-24 15:15:00, 423 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha“ დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მოკლედ მიმოიხილა მიწის რეფორმის ისტორია და ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეყრდნობა სააგენტოს შექმნა და მისი საქმიანობა. „შეხვედრაზე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტების დახმარებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის საკითხს. სტუმრები გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესსაც გაეცნენ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე. ინსტიტუტი 850 თანამშრომლით და 13 რეგიონული ფილიალით არის წარმოდგენილი. ქვეყანაში ქმნის მიწის მდგრადი გამოყენების შესაძლებლობებს, აღკვეთს მიწასთან დაკავშირებულ სადავო/კონფლიქტურ საკითხებს. სტუმრებმა ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ღირებულების შეფასების კრიტერიუმებზე, საძოვრების გეობოტანიკურ გამოკვლევაზე და სხვა. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრობდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შპს საქართველოს მელიორაციას, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ერთწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა სოფელ წილკანში, ასევე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. საქმიანი შეხვედრა შედგა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)