|
2024-05-20 11:19:41, 352 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ გამოფენაში “WinetoAsia” მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, „GWS“, „ბექაურის ღვინის მარანი“, „Wine Guards“; „მტევინო“, „კოტეხი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. „ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა, ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. მასშტაბური, ასწლიანი გამოცდილების გამოფენა “WinetoAsia” თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)