|
2024-05-16 17:10:24, 605 ნახვა
საზოგადოება
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი,- ამის შესახებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა. როგორც რჩეულიშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ და მას გამოესარჩლა. "მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი... მახსოვს, რომ ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი... მე არ დავვარდი, მაგრამ შიგნითაც აგრძელებდნენ ცემა-ტყეპას. რამდენიმე ადამიანი ჩემ გვერდზე დავარდა და ეს კიდევ უფრო ცუდი სანახავია",- აცხადებს გუკა რჩეულიშვილი. ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპრიოექტის საწინააღმდეგო აქციაზე 13 მაისს დააკავეს. სამართალდამცავები რჩეულიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)