02:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 14:23:34, 697 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

"თ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics