11:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 13:23:32, 396 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს

ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   

თბილისის მერი გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებას, 17 მაისის  ერთად აღნიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. 

„როგორც იცით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ხვალ, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ კი მსვლელობა გაიმართება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალინდელი დღე უქმედ გამოცხადდა. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics