|
2024-05-14 14:15:28, 430 ნახვა
საზოგადოება
სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა ჩემი სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა
29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი", - ამის შესახებ ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ბერიკაშვილი აღნიშნავს, "თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას". "29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა). როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში. არა რუსულ კანონს. არა რუსულ ხელისუფლებას", - წერს ბერიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)