|
2024-05-12 15:12:32, 511 ნახვა
საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები - ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას
ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. სტუდენტების თქმით, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში ერთვებიან. "ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორიჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში. მადლობა ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. სხვებს კი, მათ შორის აკადემიურ პერსონალს, მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ განცხადებას დაიწყონ გაფიცვა. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლების სტუნდეტებს - შემოგვიერთდით. მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს. ჩვენი სათქმელი მარტივია - ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი. ილიას გზით ევროპისკენ! არა რუსულ რეჟიმს!" - აცხადებენ სტუდენტები.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)