|
2024-05-11 15:26:06, 434 ნახვა
საზოგადოება
წიგნაძე - გადმოხტა ჯგრო და დამიწყეს რტყმა - მეცინებოდა ისეთი შემართებით იბრძოდნენ განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ
ირაკლი წიგნაძე, რომელსაც 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ჯგუფურად გაუსწორდნენ "ფეისბუქ" სტატუსს აქვეყნებს, სადაც გასულ ღამის ამბავს იხსენებს. როგორც წაგნიძე იხსენებს, ის ლეონიძის ქუჩაზე ადიოდა, რა დროსაც წინიდან პოლიციელების ავტობუსი მოდიოდა, რომლის მძღოლმაც მას მოსთხოვა მანქანა გაეწია, წაგნიძე კი აღნიშნავს, რომ პოლიციის ავტობუსს გასვლა თავისუფლას შეეძლო და პრინციპულად არ გაბრუნდა მანქანით უკან. მისივე თქმით, ამის შემდეგ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა გაისმა, რა დროსაც მან საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, რასაც მათი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მეგობრებო კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს იმდენი ადამიანისგან ისეთი მაგარი თანადგომა მივიღე, რო ამ რეალოობიდანაც 100% ვარ დარმწუნებული ყველაფერი კარგად იქნება. მართლა! ამბავი იყო ესე: ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაერათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან. ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტო დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ - ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის პაძელნიკს ეუბნება " ეს დედამოტყნული თუარ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო". დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე. ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მემგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ )))) და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში ))))) ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ეხლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს. ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!", - წერს წიგნაძე "ფეისბუქზე".
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)