|
2024-05-11 15:03:58, 401 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, მომხრეა იმისა, რომ მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა. მე, რა თქმა უნდა, არ შევალ შინაარსში არც ამ კანონის და არც ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება, საუბარი და რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის. დღეს რთული სიტუაცია და ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიცაა იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა ხედავთ - უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი, სხვათა შორის, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი ამძიმებს ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ მე ამ კანონის მიმართ... საერთოდ, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. ერთ რამეს გეტყვით - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის თუ ამერიკის, თუ აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი." განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)