|
2024-05-10 18:27:00, 439 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ. „ვერაფერს ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის მითითებებზე დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდნენ, მათ შორის აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა, აქციის მონაწილეთა მხრიდან, იყო მომენტი, როცა შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ და პოლიციამ ისინი არ გამოიყენა. უფრთხილდებიან, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვინაიდან ვიცით, რა ძალები დგანან ამის უკან. აქციის მონაწილეებს მარიონეტებად იყენებენ და ძალადობისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება „ტვ პირველის“ შემთხვევას, პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგცეთ. ნახეთ დიტო სამხარაძის ბავშვის მიმართ მკვლელობის მუქარა, როგორ მიწერეს პარლამენტის წევრს. თქვენგან და ოპოზიციისგან განსხვავებით, ძალადობას ჩვენ ყოველთვის, ყველას მიმართ ვგმობთ. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ხელისუფლებას დამატებითი ვალდებულება აქვს, გამოიძიოს და მოძებნოს დამნაშავეები და ამას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)