|
2024-05-09 12:04:38, 332 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე
ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით მოქმედებენ, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, სიბინძურით. რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ, დღესაც არ შეცვლილა - იმავეს აგრძელებენ, რაც არ უნდა სახელები გადაირქვან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაშიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)