|
2024-05-08 15:18:59, 1318 ნახვა
სპეციალური ანონსი
11 მაისს, თბილისში „მშობლების მარში“ გაიმართება
11 მაისს, თბილისში "მშობლების მარში" გაიმართება. როგორც მარშის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში უთითებენ, 16:00 სთ-ზე მშობლები "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბებიან, საიდანაც 19:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე დაანონსებულ აქციას მარშით შეუერთდებიან. "ექსპო ჯორჯიასთან" ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება. შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს! ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, რაც შვილებს უნდათ! არა რუსულ კანონს! კი ევროპას! 19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე. შეგახსენებთ, 11 მაისს, თბილისში "ევროპის მარშია" დაგეგმილი. ლოზუნგით - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას", მარში 19:00 საათზე, დედაქალაქის სამ ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)