|
2024-05-07 20:06:42, 458 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის მიმართვას გამოეხმაურა. როგორც კრამონი აღნიშნავს, “არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს”. "ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ნათლად თქვა და ამ წერილშიც ამბობს: "ქართული ოცნების" რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს კრამონი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)