02:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 20:14:31, 740 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გამართა

დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრუსელში, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტ ანდრუს ანსიპსა და ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდა. 

ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების მთავარ მიზანს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროგრესი წარმოადგენდა.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობას, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ასევე ერთიან ციფრული ბაზრის ფორმირებას ელექტრონული კომერციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. 

ყურადღება ასევე გამახვილდა, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპის ციფრულ საზოგადოებაში. ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, საქართველოს აღნიშნულ პროცესში დახმარება აღმოუჩინონ.   

შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტების გამარტივებულ შეღწევაზე ისაუბრეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics