|
2024-05-01 13:49:38, 460 ნახვა
საზოგადოება
მედიაომბუდსმენი - აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მედიაომბუდსმენი განცხადებაში 28 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გაშუქებისას დაზარალებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე საუბრობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. "ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა. 28 აპრილიდან - პირველ მაისამდე პერიოდში:
ორგანიზაციამ 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის საგამოძიებო უწყებას შეატყობინა, 2023 წლის მარტიდან კი, მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)