|
2024-05-01 13:05:16, 366 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ - ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი
იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესში. „ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, სხვებს არ თვლიან ადამიანებად საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა თქვენც ეთერში წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის განცხადება ე.წ. პარაშის ხეხვაზე. მას, ეტყობა, ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში, მათ შორის, მისი მონაწილეობითაც, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან სწორედ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი წამხალისებელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ. ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტის შეტანას. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობას. მათთვის სრულიად მეორე და მეასეხარისხოვანია – რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ, რისთვისაც მიიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)