|
2016-02-11 19:04:28, 2249 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ორ სართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ორ სართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე ტიპისა და ევროპული სტანდარების საბავშვო ბაღი 77 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ბაღში განთვასდება სამი ჯგუფი. სამივე ჯგუფს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილებისთვის განკუთვნილი საერთო ოთახი და გარდერობი ექნება. როგორც ზუგდიდის გამგეობაში აღნიშნავენ, შენობის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი და საბავშვო ბაღში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო იქნება. ახალკახათში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობის არ არსებობის გამო, ამ დროისთვის საბავშვო ბაღი განთავსებულია დაქირავებულ კერძო ოჯახში. საბავშვო ბაღი ორი ჯგუფისგან შედგება და სულ 57 აღსაზრდელი ირიცხება. მსურველ ბავშვთა რაოდენობა დამატებით 30 –ს შეადგენს , თუმცა არსებულ ბაღში ფართის სიმცირის გამო ბავშვების მიღება ვერ ხერხდება. როგორც ზუგდიდის გამგეობაში ამბობენ, ახალკახათში, ორ სართულიანი, სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დასრულდება და პროექტის ღირებულება 188 ათას ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)