|
2024-04-30 11:02:30, 431 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ
საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ,- ასე ეხმაურება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილის მიმართვა „ზიზღის და შუღლის მთესველი" იყო. „უკიდირესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი. საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ",- წერს გვარამია "'ფეისბუქის" გვეერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)