|
2024-04-28 21:48:09, 451 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. როგორც მსვლელობის დაწყებამდე აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლებენ, პარლამენტის სასახლეს წრეს შემოარტყამენ და ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. "მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით პარლამენტის მიმართლებით და შევკრავთ ჯაჭვს. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც მოქალაქეების ერთობის სიმბოლოს... ეს იქნება მოქალაქეობრივი ხორუმი,- თქვა რატი ამაღლობელმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდნენ, სიტყვით გამოსვლები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)