|
2024-04-26 16:27:13, 387 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა. ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. „ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო „Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)