|
2024-04-24 13:06:13, 334 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ჩიქოვანმა ანდრიუს კალინდრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიეტუველი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხდა. მან ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში მეგობარი ქვეყნის წვლილი. საუბარი შეეხო კიბერთავდაცვის, ეროვნული გვარდიის განვითარების, ასევე სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატას რუპშისი დაესწრო”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)