08:00 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 17:57:32, 504 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული".

„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები. მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას".

რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შემოწირულობა მოვიზიდოთ იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. განსხვავებით „ენჯეოებისგან", ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ჩაიხედოს, თუ როგორ წარიმართება  ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას., ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება. ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერში მონაწილე, ისე არა მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი არაფერია",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics