|
2024-04-20 13:08:23, 395 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. "უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ. ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესში თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, სტუდენტებთან საუბრისას, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერების, განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის დაცვის საკითხში ახალგაზრდა თაობის როლზეც გაამახვილა ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები და, ზოგადად, ჯარში სამსახურის ფორმები წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველო სთავდაცვის ძალების ისტორიისა და საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციაც წარუდგინეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს. 2022-2023 სასწავლო წლიდან პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)