21:55 - 21 Jul, 2026
|
2024-04-18 13:16:48, 427 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. "გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)