|
2024-04-18 13:05:25, 406 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. „რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი, ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან, საერთო ჯამში, ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ენჯეოსექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)