|
2024-04-18 12:52:26, 478 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესაებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ დიდუბის პოლიციასა და კლინიკაში იმყოფებოდა. "გუშინ, კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემა-ტყეპის ესტაფეტა გადაიბარა. შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში. მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!"- წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. აღსანიშნავია, რომ "ექსპრესნიუსმა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, მოახერხა ვიდეოკადრების გადაღება, თუ როგორ გაჰყავს ტერიტორიიდან პოლიციას "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)