21:55 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 09:52:04, 444 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში

ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომავალი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.  

თბილისის მერის თქმით, „მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და ხელოვნური ბარიერებისა",  „ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე  ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია. 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ პროცესში საქართველოს ინტერესების და  ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით იმოქმედა. 

„თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების"  პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდათ, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. მიუხედავად  ყველაფრისა, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც სისხლი დაიღვარა. ჩვენთვის ძვირფასია ქართული კულტურა, ჩვენი ტრადიციები.  რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ვიცავთ ოჯახის ინსტიტუტს და ამ ყველაფერის შენარჩუნებით გვინდა ევროპული მომავალი",- განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა Live -ის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics